21 ივნისი 2026,   08:17
ვრცლად
უკრაინას რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა - დაიბომბა დონეცკი, ხარკოვი, ზაპოროჟიე

ახლო აღმოსავლეთში ომის პარალელურად, ომი გრძელდება აღმოსავლეთ ევროპაში. უკრაინას რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. დაიბომბა დონეცკი, ხარკოვი, ზაპოროჟიე. მოსკოვმა ირანული შაჰიდის დრონები გამოიყენა. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. თავდასხმის შედეგად, განადგურდა ასობით ტონა ჰუმანიტარული რესურსი. 

ამის პარალელურად კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღამით რუსეთის თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 66 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტავროპოლის მხარეში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანაზე დრონებით განხორციელდა თავდასხმა, დრონის ნამსხვრევები კი ქალაქ ნევინომიისკში მდებარე ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

დღის ამბები