ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ისრაელი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს. მან დაადასტურა, რომ იერიშების შედეგად, მეცნიერები და სამხედრო მეთაურები დაიღუპნენ.
"ირანს უფლება აქვს, ისრაელის მისამართით საპასუხო ზომები მიიღოს", - წერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ისრაელის დარტყმები ვერ განხორციელდებოდა აშშ-ის დახმარების გარეშე.
"აგრესიის აქტები ირანის წინააღმდეგ ვერ მოხდებოდა შეერთებული შტატებთან კოორდინაციის გარეშე. აქედან გამომდინარე, ამერიკის მთავრობა, როგორც ამ რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე არის პასუხისმგებელი ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე", - წერია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.