19 აგვისტო 2026,   10:40
ვრცლად
"მეტროპოლ ლისი" - საცხოვრებელი გარემო, რომელიც შთაგაგონებს

დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი" ლისის ტბის მიმდებარედ თავის პირველ კერძო დასახლებას — მეტროპოლი ლისი —       ჩანაფიქრის მიხედვით, შეიქმნება თანამედროვე სუბურბანული სივრცე, რომელიც ,,ჭკვიანი დასახლების” პრინციპით განვითარდება.

პროექტის, რომელიც 40 მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს, მიზანია მომავალ მობინადრეებს მაქსიმალურად უსაფრთხო, კომფორტული და ტექნოლოგიურად აღჭურვილი საცხოვრებელი შესთავაზოს. ეს ხედვა დეველოპერული კომპანიის დანარჩენ პროექტებშიც ჩანს — იქმნება კომპლექსები, რომლებიც სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს.

ინდივიდუალური ვილები, გამწვანებული ეზო და აქტიური ცხოვრების სტილი ლისის ტბის სიახლოვეს

"მეტროპოლ ლისი", რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, 7000 კვ.მ. ფართობზე შენდება, 70-მდე ინდივიდუალურ ვილას ითვალისწინებს.

გარდა იმისა, რომ ეს იქნება სრულიად თანამედროვე საცხოვრებელი გარემო, დასახლების ერთ-ერთი უპირატესობა მისი მდებარეობაა, რომელიც ბუნებასთან სიახლოვესა და ქალაქის აქტიურ ცხოვრებას შორის იდეალურ ბალანსს ქმნის. ამასთან ერთად, აქედან იშლება გამორჩეული ხედები ლისის ტბაზე, თბილისის ანძასა და ქალაქის პანორამაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება სულ რაღაც 450 მეტრში მდებარეობს, რაც ქალაქის ნებისმიერ წერტილთან მარტივ წვდომას უზრუნველყოფს.

მიწის ნაკვეთების მრავალფეროვანი ზომები, 600-დან 1500 კვადრატულ მეტრამდე, პირადი სივრცის ინდივიდუალურად დაგეგმარების საშუალებას იძლევა. სანდო დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი” ახალი პროექტის ფარგლებში, მომავალ მობინადრეებს სრულ თავისუფლებას ანიჭებს — მიწის ნაკვეთის მფლობელები არქიტექტორის მიერ შექმნილ 5 სხვადასხვა პროექტს იღებენ და სასურველ დიზაინს ირჩევენ. სურვილის შემთხვევაში, ,,მეტროპოლი" დამატებითი სერვისის სახით, სახლის მშენებლობასაც თავად წარმართავს.

,,მეტროპოლ ლისის” მომავალი მობინადრეები ტბის გარშემო სეირნობასა და ყველა იმ სარგებლის მიღებას შეძლებენ, რომელიც გამწვანებულ გარემოსთან ახლო ცხოვრებას ახლავს თან. თუმცა, ეს უპირატესობების მხოლოდ ერთი მხარეა. პროექტით გათვალისწინებულია  3600 კვადრატული მეტრი საერთო სარგებლობის სივრცე, რომელიც სრულფასოვანი დასვენებისა და გართობის შესაძლებლობას გააჩენს. გამწვანებულ ზონაში მოეწყობა მრავალფუნქციური საბავშვო სივრცეები, პადელისა და სპორტული მოედნები, მყუდრო ფანჩატურები, უსაფრთხო ველობილიკი და ღია კინოთეატრიც კი. ეს ყველაფერი ქმნის იდეალურ ატმოსფეროს ოჯახური ცხოვრებისთვის, აქტიური დასვენებისა და სოციალიზაციისთვის.

რაც შეეხება ,,ჭკვიანი დასახლების” კონცეფციას, ამის მთავარი იდეაა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციით ყოველდღიური ცხოვრება მეტად კომფორტული და მაქსიმალურად დაცული გახდეს. ამრიგად, ,,მეტროპოლ ლისი” სახლის ავტომატიზაციის თანამედროვე სისტემებით, საერთო სივრცეების ეფექტური მართვის მექანიზმებით, ავტომობილის სანომრე ნიშნების ამომცნობი სისტემით, პარკირების ბარიერების ავტომატური მართვითა და უსაფრთხოების კომპლექსური სისტემებით აღიჭურვება. ასევე, გათვალისწინებულია ელექტრომობილების დამტენი პუნქტების მოწყობა.

,,მეტროპოლი” — ცხოვრების ნებისმიერი სტილისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ,,მეტროპოლი" 2022 წელს დაარსდა, კომპანიამ საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი  უკვე დაიკავა. თბილისში პროექტების განსახორციელებლად ლოკაციები სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლების მოთხოვნების მიხედვითაა შერჩეული. მაგალითად, ქალაქის ცენტრალურ და აქტიურ ნაწილში ცხოვრების მსურველებისათვის ,,მეტროპოლ ქავთარაძე” შენდება, შედარებით მშვიდი ცხოვრების სტილის მქონე ოჯახებისათვის ხელმისაწვდომია როგორც ,,მეტროპოლ ბაგების”, ისე ,,მეტროპოლ ლისის” პროექტები, ხოლო მათთვის, ვისაც ისტორიული გარემო ხიბლავს, ბინები ორთაჭალაში შენდება.

კომპანიის საქმიანობა თბილისის ფარგლებს სცდება და ბათუმშიც  ისეთ შთამბეჭდავ პროექტებს მოიცავს, როგორებიცაა "მეტროპოლ კუბი", "მეტროპოლ ოვალი" და ახალი პროექტი "პარალელი".

 ,,მეტროპოლის" ჯამური ინვესტიცია მილიარდ ლარს აღემატება, ხოლო მშენებლობების საერთო ფართობი 545,000 კვადრატულ მეტრზე მეტია. ეს მონაცემები ,,მეტროპოლ ლისის" პროექტის მიმართ ნდობასა და მაღალ მოლოდინებს კიდევ უფრო ამყარებს.

 

(R)

 

 

 

დღის ამბები