20 ივნისი 2026,   20:53
ვრცლად
პასუხისმგებლობის რა ნორმები მოქმედებს ევროპის ქვეყნებში სოციალურ მედიაში ცილისწამების, კიბერბულინგის და შეურაცხყოფის შემთხვევებში

ევროპის წამყვან ქვეყნებში, სოციალურ მედიაში ცილისწამება, კიბერბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მაგალითად, გერმანიაში სიძულვილის წაქეზება, სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით ისჯება და 5 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, შეურაცხყოფა კი 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ისჯება. 

"მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი" - ფრანკონიელ მამაკაცს გერმანიის სასამართლომ ანალენა ბერბოკის მისამართით სოციალურ ქსელში დაწერილი ამ სტატუსისთვის 9 600-ევროს გადახდა დააკისრა. სიძულვილის ენა, ძალადობის ან დისკრიმინაციის წაქეზება, დანაშაულია საფრანგეთშიც და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით. სასჯელი ვრცელდება როგორც საჯარო, ისე არასაჯარო წაქეზებაზე.

ცილისწამებაზე ჯარიმა: 12 000, შეურაცხყოფაზე კი 7 500-მდეა. კიბერბულინგზე გათვალისწინებულია 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა 30 000 ევრომდე - დიდ ბრიტანეთში სტატისტიკამ აჩვენა, რომ მხოლოდ 2023 წლის სოციალურ მედიასა და სხვა პლატფორმებზე შეურაცხმყოფელი პოსტების გამო 12 183 ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები