20 ივნისი 2026,   20:32
ვრცლად
ინდოეთში Air India-ს თვითმფრინავი საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა - ადგილიდან ვიდეო კადრები ვრცელდება

ინდოეთში, გუჯარათის შტატში, Air India-ს თვითმფრინავი საცხოვრებელ რაიონში, ახმედაბადის აეროპორტთან ჩამოვარდა. ინფორმაციას ადგილობრივო მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავზე 130-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდოეთიდან ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა და აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

ადგილიდან ვიდეო კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ შავი კვამლის სქელი ღრუბელი დგას. დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, ინფორმაცია განახლებადია.

დღის ამბები