21 ივნისი 2026,   01:19
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში შეურაცხმყოფელი საჯარო პოსტების გამო დღეში 30 ადამიანს აკავებენ - The Times

სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა პლატფორმებზე შეურაცხმყოფელი პოსტების გამოქვეყნების ბრალდებით, დიდ ბრიტანეთში, დღეში საშუალოდ 30 ადამიანს აკავებენ. ინფორმაციას ამის შესახებ The Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა სტატიაში აღნიშნავს, ადამიანებს აკავებენ ან დაკითხვაზე დაჰყავთ იმის გამო, რომ სხვადასხვა პირების მიმართ გაგზავნილი შეტყობინებები ადრესატებს "აღიზიანებთ", "უხერხულობას უქმნის" ან "საგანგაშოა".

ამასთან, The Times-მა სტატისტიკის მონაცემების დამუშავების შემდეგ წერს, რომ ბრიტანელი სამართალდამცველები, კომუნიკაციების და მავნე კომუნიკაციების შესახებ კანონების საფუძველზე, წელიწადში 12 000-მდე ადამიანს აკავებენ. 

სტატიის ავტორების თქმითვე, ბრიტანული კანონები კრძალავენ ადამიანისთვის მორალური ტკივილის მიყენებას შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გაგზავნით ან მსგავსი კონტენტის საჯაროდ გამოქვეყნებით.

დღის ამბები