21 აგვისტო 2026,   14:54
ვრცლად
"ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივა - საზოგადოებრივი მოძრაობა სასამართლოზე მიზანმიმართულ შეტევაში ოპოზიციას ადანაშაულებს და ხელისუფლებას კანონმდებლობის გამკაცრებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" სასამართლოზე მიზანმიმართულ შეტევაში ოპოზიციას ადანაშაულებს და ხელისუფლებას კანონმდებლობის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა სასამართლოს დერეფნებსა და დარბაზებში კანონდარღვევის ფაქტების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელეს. თქვეს ისიც, რომ ამ პროცესების მხარდაჭერას ელჩების ნაწილის მხრიდანაც ხედავენ.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც სასამართლო პროცესებს აქტიურად ესწრება, მიიჩნევს, რომ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მოთხოვნა მიზნად მათ დისკრედიტაციას ისახავს.

სასამართლოზე ოპოზიციის ნაწილისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან მიზანმიმართულ შეტევას ხედავენ მმართველ გუნდშიც და ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას ნაწილობრივ დიპლომატიური კორპუსსაც აკისრებენ. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ექსტრემიზმის შემაკავებელ ბერკეტებზე მუშაობის დაწყება მნიშვნელოვანია.

"ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" ახალი ინიციატივა, რომელიც სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებებს ეხება - დღეს გააცნეს მედიას. 

  

 

დღის ამბები