ჩრდილოეთ ირლანდიაში მიგრანტების საწინააღმდეგო არეულობები დაიწყო. ირლანდიური მედიის ინფორმაციით, მიგრანტების წინააღმდეგ გამოსვლები ქალაქ ბალიმინაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მიგრანტებმა ირლანდიელი მოზარდი გოგონა გააუპატიურეს.
სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები ესროლეს და რამდენიმე სახლი დაწვეს.
ორი 14 წლის მოზარდი სასამართლოში ორშაბათს საღამოს, გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით წარდგა. მედია წერს, რომ სხდომას რუმინელი თარჯიმანიც ესწრებოდა.
პროცესის შემდეგ, მოსახლეობის ნაწილი სავარაუდო თავდასხმის ადგილთან, მსხვერპლის ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ისინი სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ - ისროდნენ ქვებს და საღებავს, აშენებდნენ ბარიკადებს და სახლებს ცეცხლს უკიდებდნენ.