21 აგვისტო 2026,   15:38
ვრცლად
ქვეყანა ზიანდება იმით, რომ საქართველოში ნორმალური ოპოზიცია არ არსებობს და ის გარკვეულ ინსტრუმენტად გადაიქცა - ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო კარგი მარიონეტია - გიორგი ვოლსკი

ქვეყანა ზიანდება იმით, რომ საქართველოში ნორმალური ოპოზიცია არ არსებობს, რომ ოპოზიცია გადაიქცა გარკვეულ ინსტრუმენტად და ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უფრო კარგი მარიონეტია, იმ შემთხვევაში, თუკი აფინანსებენ, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი "ღამის კურიერის" ეთერში.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, როდესაც ოპოზიციას არ გამოუვიდა გადატრიალება ძალისმიერი მეთოდებით, ახლა სტრატეგიული ამოცანების გადალაგება დაიწყეს.

“ქვეყანა ზიანდება იმით, რომ საქართველოში ნორმალური ოპოზიცია არ არსებობს, რომ ოპოზიცია გადაიქცა გარკვეულ ინსტრუმენტად და ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უფრო კარგი მარიონეტია, იმ შემთხვევაში, თუკი აფინანსებენ და როცა არ გამოუვიდათ გადატრიალება ძალისმიერი მეთოდით, ახლა დაიწყეს გადალაგება თავისი სტრატეგიული ამოცანების და ინსტრუქციაც მიიღეს.

გარკვეულწილად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახულია ორივე მიდგომა - ერთი, რომ არ აღიაროთ ეს ხელისუფლება და მეორე, თან მონაწილეობა მიიღეთ არჩევნებში. ეუბნებიან, რომ ორი გუნდი ხართ - ერთი უტევთ ერთი ფრთიდან სააკაშვილის გარემოცვა, და მეორე გუნდმა მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები