21 აგვისტო 2026,   23:39
ვრცლად
საგამოძიებო კომისიის კითხვებს გაურბიან და ურჩევნიათ, წინასაარჩევნო პერიოდში, წამებული პოლიტიკოსის როლი გაითამაშონ - გიორგი ვოლსკი

"კომისიაზე არმისვლა იმ რესურსის იგნორირებაა, რომელიც წინასაარჩევნოდ შეუძლიათ გააჩნდეთ. მივიდნენ კომისიაზე და თქვან, ამომრჩეველს ელაპარაკები, თეა წულუკიანს ხომ არ ელაპარაკები?!" - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს.

გიორგი ვოლსკის თქმით, ოპოზიციას პოლიტიკურ დევნილად თავის წარმოჩენა ურჩევნია, საგამოძიებო კომისიაზე სიმართლის თქმას.

"კომისიაზე არმისვლა, ამის არ თქმა - ე.ი. იმ რესურსის იგნორირებაა, რომელიც წინასაარჩევნოდ შეუძლიათ გააჩნდეთ. მივიდნენ კომისიაზე და თქვან, ეს ხომ ამომრჩეველს ელაპარაკები, თეა წულუკიანს ხომ არ ელაპარაკები? ამომრჩეველს ეუბნები, რომ ესენი, ეს უსინდისოები, მაბრალებენ იმას, რაც არ გამიკეთებია და ხომ ხედავ, თვითონ ვერ მიმტკიცებენ, მე მომეცით ხმა, მე ვარ წესიერი. ტრიბუნა უნდა გამოეყენებინათ იმ შემთხვევაში, რომ მართლები იყვნენ.

როდესაც უმძიმესი შეკითხვებია წამებაზე, მედიის ტერორზე და საერთოდ ტერორზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომაც აღიარა, რომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ამ ტერორს, რასაკვირველია, მოსვლა კომისიაზე არის წარმოუდგენელი რამ.

მაგას სჯობს, რასაკვირველია, წინასაარჩევნო პერიოდში წამებული პოლიტიკოსის როლი გაითამაშო, ვითომ უკანონოდ გედავებიან, თანაც განცხადებას არ აკეთებენ თემებთან მიმართებაში.

ბადრის [ჯაფარიძეს] წამოცდა ახლა, ვუსმენდი, რომ ჩვენთან არავის პრეტენზია არ აქვს. თვითონაც ხომ იცის, რომ ქონების გადაფორმება ხდებოდა ამ ბანკის მეშვეობით და ამ ადამიანების ჩართულობით, ღამე, შუაღამეს, დილას თუ შუადღეზე. ამ ვითარებას, როცა ორი არჩევანი გაქვს - ცუდი და უფრო ცუდი, თვითონ გადაწყვიტეს, რომ მათთვის უფრო ცუდი იქნება მოსვლა კომისიაზე, ვიდრე პოლიტიკურ დევნილად თავის წარმოდგენა“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები