ლატვიის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტომ საარჩევნო პროცესის ორგანიზება ვერ შეძლეს.
საარჩევნო ხარვეზის გამო, ედგარს რინკევიჩი ითხოვს პარლამენტმა და მთავრობამ შესაბამისი უწყებებისა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა შეაფასონ.
ლატვიაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ხმების დათვლის დროს ხმის მთვლელ მანქანებს პრობლემა შეექმნა და ბიულეტენები ხელით გადათვალეს. ამ მიზეზით, რამდენიმე საარჩევნო უბანი იძულებული გახდა დროებით ფუნქციონირება შეეჩერებინა.
საარჩევნო უფლების განზრახ ხელის შეშლისთვის ქვეყანაში სისხლის სამართლის ექვსი საქმეა აღძრული.