მარკო რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა "უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა განიხილეს".
"მდივანმა რუბიომ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიომ და ჟან-ნოელ ბარომ განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც.