ლატვიაში, თვითმმართველობის არჩევნებზე ხარვეზები დაფიქსირდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შედეგების გამოცხადება შუაღამეს უნდა დაეწყო და დილისთვის დაესრულებინა, თუმცა კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან თითქმის ოთხი საათის განმავლობაში, მხოლოდ 2 პროცენტის დათვლა მოხერხდა, რამაც, ლატვიური მედიის თქმით, ამომრჩეველთა აღშფოთება გამოიწვია.
პრობლემის მიზეზი ხმების დათვლის ავტომატური სისტემა გახდა. ტექნიკური პრობლემების გამო, ბიულეტენების სკანირება ვერ ხერხდებოდა. ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ხმების ხელით დათვლის შესახებ, თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, ამ დროისთვის ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ყუთები თავიდან დალუქული იყო, კომისიის წევრები კი სახლში იყვნენ წასულები.
ადგილობრივი დროით 09:00 საათისთვის რიგაში ხმები დათვლილი იყო 164 საარჩევნო უბნიდან 149-ზე და დუმაში მანდატები ასე ნაწილდებოდა:
"ლატვია პირველ ყოვლისა" - 18.24%
"პროგრესულები" - 16.4%
"ეროვნული ალიანსი" - 14%
"ახალი ერთობა" - 12,8%
პარტიის "ლატვია პირველეს ყოვლისა" ლიდერი შლესერსი აცხადებს, რომ მან არჩევნები უკვე მოიგო.