21 ივნისი 2026,   07:33
ვრცლად
"ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება" - ლოს-ანჯელესში მომხდარი არეულობის შემდეგ, ტრამპმა აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ლოს-ანჯელესში მომხდარი არეულობის შემდეგ, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალა, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

"ორდღიანი ძალადობის, შეტაკებების და არეულობის შემდეგ, ლოს-ანჯელესში ეროვნულმა გვარდიამ შესანიშნავი სამუშაო გასწია, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ აქციებზე ნიღბების ტარება აღარ დაიშვება.

"ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი? და რატომ?", - წერს ტრამპი.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ქალაქის დემოკრატი გუბერნატორი და მერი. ამერიკის პრეზიდენტმა მათ "არაკომპეტენტური" უწოდა.

დღის ამბები