20 აგვისტო 2026,   20:44
ვრცლად
იშვიათი დაავადებების მქონე პატარებისთვის განკუთვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

"მერლინი, პატარა კატისებრთა ოჯახიდან"- "საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსის" ორგანიზებით, იშვიათი დაავადებების მქონე პატარებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის განკუთვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ეს წიგნი არის გენეტიკის ბავშვების ერთ-ერთი სერიიდან, რომლის მიზანია დიაგნოსტიკური ცდომილებით გამოწვეული იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების, მათი მშობლების და ოჯახის წევრების ემოციების გაზიარება.

წიგნი, იშვიათი დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ინგლისური ენიდან ითარგმნა და გათვლილია 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

დღის ამბები