ლეჩხუმში რელიგიური-სახალხო დღესასწაული "ხვამლობა" აღინიშნა. ისტორიულ ხვამლის მთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
წირვის დასრულების შემდეგ ხვამლის მთაზე ჩატარდა ასპარეზობა დოღში, რომელიც ლეჩხუმელი ალეკო ჩაკვეტაძის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. საპრიზო ადგილებზე გასული ცხენოსნები საჩუქრებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.