21 ივნისი 2026,   06:36
ვრცლად
ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია უცხოელ კონსულთა საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია უცხოელ კონსულთა საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. საზეიმო ღონისძიებაზე მაია ბართაიამ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა უცხოელ კონსულთა საზოგადოების მნიშვნელობას აშშ-სთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის საქმეში.

უცხოელ კონსულთა საზოგადოება ნიუ-იორკში 1925 წელს დაარსდა და დაფუძნებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ასოციაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საკონსულო ორგანიზაციაა და 100-ზე მეტ საკონსულო დაწესებულებას აერთიანებს. საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან.

"საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ორგანიზაცია გეგმავს ნიუ-იორკის მასშტაბით ბევრი სხვადასხვა ღონისძიების და აქტივობის განხორციელებას. საქართველოს [საზოგადოების] პრეზიდენტობა ამ საიუბილეო წელს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რამდენადაც ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთესად წარმოჩენას და ასევე, ურთიერთობის გაღრმავებას როგორც მასპინძელ ქვეყანასთან, ისე სხვა პარტნიორ ქვეყნებთან“, - აცხადებს საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში, უცხოელ კონსულთა საზოგადოების პრეზიდენტი მაკა ბართაია.

დღის ამბები