ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის წარმომადგენლები, მომავალ კვირას, ლონდონში, სავაჭრო საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.
ტრამპის თქმით, ჩინეთთან ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები ლონდონში 9 ივნისს უნდა გაიმართოს.