20 ივნისი 2026,   23:09
ვრცლად
აშშ-ის საზღვაო ძალების 21 წლის ჯარისკაცი მოულოდნელად გაუჩინარდა

აშშ-ის საზღვაო ძალების 21 წლის ჯარისკაცი, ვირჯინიაში მოულოდნელად გაუჩინარდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ვირჯინიის შტატის პოლიციის ცნობით, ანჯელინა "ენჯი" რესენდიზი, ბოლოს ხუთშაბათს, 29 მაისს, დილის 10:00 საათზე ნახეს. ის მილერ ჰოლში, საზღვაო სადგურ ნორფოლკის ყაზარმაში იყო.

"ეს გაუჩინარება რეალურ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, როგორც ეს საგამოძიებო უწყებამ დაადგინა", - აცხადებენ პოლიციაში.

აშშ-ის საზღვაო ძალების ინფორმაციით, რესენდიზი USS James E. Williams-ის ბორტზე კულინარიის სპეციალისტია.

დღის ამბები