უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, საზღვარგარეთ გადახვეწილი უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 7 მილიონს მიუახლოვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ეროვნულ ბანკსა და გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მხოლოდ წლის დასაწყისში, უკრაინა 100 000-მა ადამიანმა დატოვა.
გარდა ამისა, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 3,8 მილიონ ადამიანს შეადგენს. მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილამდე, აღნიშნული მაჩვენებელი 188 000-ით გაიზარდა.