19 აგვისტო 2026,   02:37
ვრცლად
ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია "Georgian Grand Tasting" გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის "People PR" ორგანიზებით, ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია "Georgian Grand Tasting" გაიმართა.

ღონისძიებას, რომლის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა, პოლონელი ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანიის სხვადასხვა სახეობის პროდუქცია.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ქართული ღვინის სამი მასტერკლასი, რომლებსაც გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი და პოლონური კომპანიის "ო-ლილე" ხელმძღვანელი ქეთევან ფრანგულაიშვილი უძღვებოდნენ.

გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, დიანა ჟღენტი დაესწრო. დეგუსტაციაზე ღვინის წარსადგენად, ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.

დღის ამბები