21 ივნისი 2026,   04:13
ვრცლად
მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული ბაბუის გერმანული დაბადების მოწმობა - ტრამპმა გერმანიის კანცლერს უმასპინძლა და მისგან საჩუქარიც მიიღო

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცის უმასპინძლა.

ოვალურ კაბინეტში, ორი ქვეყნის ლიდერებმა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

მასპინძელმა სტუმრისგან სპეციალური საჩუქარიც მიიღო. გერმანიის კანცლერმა, შტატების პრეზიდენტს, მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული ბაბუის დაბადების მოწმობის ასლი გადასცა, რომელიც ბავარიაში დაიბადა. მერცის თქმით, ტრამპის გერმანული წარმომავლობის გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისთვის ძალიან კარგი საფუძველი არსებობს.

დღის ამბები