თბილისის საქალაქო სასამართლოში თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება.
დღეს 3 დაკავებულის პროცესი გაიმართა, მათ გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ორი დანაშაულს აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს.
რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს, ის რუსეთში დააკავეს. მოკლულის ოჯახი მის ექსტრადირებას და დასჯა ითხოვს.