56 მილიარდი ლარი, რაც ბიზნესის სექტორის ბრუნვის 14.5 პროცენტით გაზრდას ნიშნავს - ეს მონაცემები 2025 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას ასახავს. ამავე პერიოდში, ზრდის ტენდენციით გამოირჩევა პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც, რაც 20.7 მილიარდი ლარით განისაზღვრა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ბიზნესის ბრუნვის მოცულობის 70.6 % მსხვილ ბიზნესზე, 13.5% საშუალოზე, 15.9% კი მცირე ბიზნესზე მოდიოდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9 %-ით მეტია დასაქმებულთა რაოდენობა. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა - 771 000-ია.
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 169 ლარს გაუტოლდა. საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო ხელფასი ასე ნაწილდება:
მსხვილი ბიზნესი - 2 311 ლარი
საშუალო ბიზნესი - 2 559 ლარი
მცირე ბიზნესი - 1 675 ლარი
გართობა და დასვენება, ვაჭრობა და დამამუშავებელი მრეწველობა - სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში, ყველაზე მეტი წილი, სწორედ ამ დარგებზე მოდის.