საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ზურაბ აბაშიძის მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა.
"რუსეთის ქცევის წყაროები" - ასე ჰქვია ნაშრომს, რომელიც 1992 წლიდან 2021 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
წიგნი ოთხი თავისგან შედგება და მასში განხილულია ის მთავარი მოვლენები და ფაქტორები, რომლებმაც განაპირობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობიდან ტოტალურ კონფრონტაციამდე.