21 აგვისტო 2026,   17:49
ვრცლად
"რეზოლუციებში რასაც გვიწერენ, ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ აბსურდს, რომელშიც ისინი იმყოფებიან" - ლევან მაჭავარიანი

"თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" იდგა ევროპის გზაზე, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და დემოკრატიის შუქურა არის, ჩვენმა მოქალაქეებმა შეაფასონ მათი ეს პოზიცია," - ამის შესახებ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტს გამოეხმაურა.

"რეზოლუციებში რასაც გვიწერენ, ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ აბსურდს, თუ რა აბსურდშიც ისინი იმყოფებიან, ამყოფებენ რადიკალურ ოპოზიციას, პირდაპირ ხაზს უსვამს იმას, რომ გულშემატკივრობენ "ნაციონალურ მოძრაობას." იმაზე, რომ საუბრობენ, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" იდგა ევროპის გზაზე, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და დემოკრატიის შუქურა არის, ჩვენმა მოქალაქეებმა შეაფასონ მათი ეს პოზიცია. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ამას, რა თქმა უნდა, აბსურდად და ტყუილად აღიქვამს და ასე შეაფასებს," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები