20 ივნისი 2026,   22:00
ვრცლად
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ორი უმსხვილესი შემსყიდველი სახელმწიფო უარს ამბობს ბრიუსელის გეგმის მხარდაჭერაზე, რომლის მიხედვითაც მოსკოვიდან გაზის შესყიდვა უნდა აიკრძალოს

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ორი უმსხვილესი შემსყიდველი - საფრანგეთი და ბელგია უარს ამბობს ბრიუსელის გეგმის მხარდაჭერაზე, რომლის მიხედვითაც მოსკოვიდან გაზის შესყიდვა უნდა აიკრძალოს. ამ ქვეყნების შეფასებით, გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ მეტი გარანტია სჭირდებათ ამ ნაბიჯის ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგების შესახებ.

საფრანგეთმა, ევროკავშირიდან რუსული გაზის უმსხვილესმა მყიდველმა, POLITICO-ს განუცხადა, რომ ისინი ალტერნატიული მარაგების მოძიების სტრატეგიას ემხრობიან. ამასთან, ბელგია, შესყიდვის მაჩვენებლით რიგით მეორე ქვეყანა, გადაწყვეტილების მიღებამდე ეკონომიკური შედეგების დეტალური აღწერითი ანგარიშის წარდგენას ითხოვს.

"ჩვენ ვიცავთ ევროპის დივერსიფიკაციის სტრატეგიას... რომელიც უკვე განიხილება“, - განუცხადა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა მარკ ფერაჩიმ POLITICO-ს.

მედიის ცნობით, ეს ყოყმანი, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის სხვა მსხვილი იმპორტიორების - ესპანეთისა და ნიდერლანდების პოზიციას ეწინააღმდეგება. ორივე ქვეყანამ POLITICO-ს განუცხადა, რომ მოუთმენლად ელოდნენ კანონპროექტის მიღებას, რომელიც მიმდინარე წელს მოკლევადიანი შესყიდვების აკრძალვით დაასრულებს რუსული გაზის კონტრაქტებს, ხოლო 2027 წლისთვის - გრძელვადიან კონტრაქტებს აკრძალავს.

როგორც POLITICO წერს, თეორიულად, ეს დაეხმარება ქვეყნებს თავიდან აიცილონ კონტრაქტები, რომლებიც სხვა შემთხვევაში მათ წლების განმავლობაში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის შეძენას აიძულებდა.

დღის ამბები