ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომსა და საომარ ვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების როლზე.
"ეს მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს პირადად და ახლა საჯაროდ ვამბობ: თუ ეს ომი ისე დასრულდება, თითქოს უკრაინა მივატოვეთ, ეს ავღანეთიდან ჩვენს გასვლაზე უარესი იქნება", - აცხადებს სენატორი.
ლინდსი გრემი აღნიშნავს, რომ თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება და "ომი ისე დამთავრდება, თითქოს ის რუსეთმა მოიგო", გლობალური სტაბილურობა სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.