21 აგვისტო 2026,   14:11
ვრცლად
თბილისმა ბრიუსელიდან მორიგი გზავნილი ამჯერად გაფართოების საკითხებში ევროკომისრისგან მიიღო - მარტა კოსის განცხადება საქართველოზე და პოლიტიკური შეფასებები

თბილისმა ბრიუსელიდან მორიგი გზავნილი ამჯერად გაფართოების საკითხებში ევროკომისრისგან მიიღო. მარტა კოსი საქართველოში განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილოა, აკრიტიკებს ბოლო დროს მიღებულ კანონებს და მიაჩნია, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდიის და ის ევროპულ გზაზე უკუსვლას განიცდის. ევროკომისარი ამ ვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების აუცილებლობაზეც საუბრობს და ამ პროცესში ჩართულობისთვის რასა იუკნევიჩიენეს მადლობასაც უხდის.

ევროკომისარს სახელისუფლებო გუნდმა საპასუხო გზავნილითვე უპასუხა. მმართველ ძალაში კიდევ ერთხელ თქვეს, რომ კანდიდატის სტატუსით მანიპულირების და შანტაჟის საშუალებას არავის მისცემენ. მარტა კოსს მოუწოდებენ უარი თქვას ორმაგი სტანდარტით მოქმედებაზე და პროცესების ობიექტური შემფასებელი იყოს.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოზიციას ხელისუფლების ოპონენტები ეთანხმებიან. ოპოზიციაშიც დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება.

საპარლამენტო გუნდისთვის საინტერესო მარტა კოსის მიერ განცხადების გაკეთების კონტექსტია. მმართველ პარტიაში რამდენიმე დღის წინ რასა იუკნევიჩიენეს ვიზიტს იხსენებენ და სამწუხაროს უწოდებენ ფაქტს, რომ უმაღლესი კომისარი საქართველოზე სწორედ ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ საუბრობს. მარტა კოსის განცხადებების მიღმა "ქართულ ოცნება" ქვეყნის გულშემატკივრობის ნაცვლად შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას ხედავს.

გაფართოების საკითხებში მარტა კოსი სიტყვით ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს გამოვიდა. საქართველოს გარდა, მან სხვა კანდიდატი ქვეყნების შესახებაც ისაუბრა.

დღის ამბები