21 ივნისი 2026,   05:23
ვრცლად
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად, ყირიმის ხიდს დაარტყა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად, ყირიმის ხიდს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, უკვე მესამედ, დღეს დილით, ოპერაციის რამდენიმე თვიანი მომზადების შემდეგ, უწყებამ ყირიმის ხიდის წყალქვეშ მდებარე საყრდენებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. შედეგად ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ოპერაციის დაგეგმვაში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიუკი პირადად მონაწილეობდა და ოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დღის ამბები