ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - მუგლას პროვინციაში, მარმარისის სანაპიროსთან, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
მუგლას გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 69 ადამიანი დაშავდა, ხოლო 14 წლის მოზარდი პანიკური შეტევის შედეგად გარდაიცვალა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში, 67.91 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.