20 ივნისი 2026,   23:09
ვრცლად
მექსიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნარკოლოგიის სარეაბილიტაციო ცენტრში ხანძარი გაჩნდა - დაიღუპა 12 ადამიანი

მექსიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე გუანა ხუატოს შტატში ნარკოლოგიის სარეაბილიტაციო სამკურნალო ცენტრში ხანძარი გაჩნდა - დაიღუპა 12 ადამიანი, არიან დაშავებულები. 

მსხვერპლთა ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ყველა დაღუპული რეაბილიტაციის ცენტრის ბენეფიციარია.

პროკურატურამ ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები