21 აგვისტო 2026,   22:18
ვრცლად
"უამრავი ჩვენება მოვისმინეთ, რა მდგომარეობაში იყვნენ პატიმრები იმ წლებში, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მართავდა სახელმწიფოს" - თენგიზ შარმანაშვილი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას აგრძელებს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, კომისიის წევრები ჩავლენ ხონში და საკუთარი თვალით ნახავენ თუ რა მდგომარეობაში იყო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს იქ არსებული პენიტენციური დაწესებულება.

"უამრავი ჩვენება მოვისმინეთ, რა მდგომარეობაში იყვნენ პატიმრები იმ წლებში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მართავდა სახელმწიფოს. ბევრი სასჯელაღსრულების დაწესებულება ან გაუქმდა, ან რემონტი იყო და ისე გადაკეთდა, რომ კვალი შეიძლება დღეს ძნელი მოსაძებნი იყოს, მაგრამ, კონკრეტულად, ხონის დაწესებულება, სადაც ჩვენ მივდივართ, შენარჩუნებული იქნა თვალსაჩინოებისთვის, რა მდგომარეობა იყო მაშინ.

გვინდა, კომისიის წევრებმა ეს ჩვენი თვალით ვნახოთ, რა თქმა უნდა, ამას დაესწრება პრესაც და ეს ცნობილი გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვისაც", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

 

დღის ამბები