"ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს, ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა", - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, მატარებელი, რომელოც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა, დატვირთულია მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საქონლით.
"ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს, ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა. მატარებელი დატვირთულია მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საქონლით. მატარებელი საქართველოში 18 დღეში ჩამოვა. საქონლის ტრანსპორტირებისას გამოიყენება მულტიმოდალური სქემა: "რკინიგზა-ზღვა-რკინიგზა". შემადგენლობა ყაზახეთს გაივლის, სადაც ტვირთი აქტაუს ნავსადგურში ბორანზე გადაიტვირთება, შემდეგ გაივლის კასპიის ზღვას, საიდანაც ჩავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რის შემდეგაც საქართველოში, თბილისსა და ფოთში სარკინიგზო გზით ჩამოვა. წყარო: CGTN ქართული", - წერს გია აბაშიძე.