21 აგვისტო 2026,   19:06
ვრცლად
"ბავშვების ხმა მნიშვნელოვანია" - სახალხო დამცველმა გორში ღონისძიება გამართა

"ბავშვების ხმა მნიშვნელოვანია" - ამ სახელწოდებით სახალხო დამცველმა გორში ღონისძიება გამართა.

მიზანი ბავშვის უფლებების შესახებ არასრულწლოვანების ინფორმირება, მათი აზრის მოსმენა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობაა.

"ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა საერთაშორისო დღეს. ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები შიდა ქართლში, ვხვდები ბავშვებს, რომლებსაც აქვთ საშუალება, პირადად მეც მკითხონ თუ რამე აინტერესებთ და ამ ყველაფერზე მიიღონ ჩემგანაც და ცემიო აპარატის წევრებისაგან პასუხები.

ძალიან მნიშვნელოვანია ისინი გათვითცნობიერებულები იყვნენ მათ უფლებებში და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ამაში დავეხმაროთ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

დღის ამბები