პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00-ზე დაიხურება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში ხმების ნახევარზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი , ხმების დაახლოებით 32%-ით და კაროლ ნავროცკი - 30%-ით.