21 ივნისი 2026,   18:47
ვრცლად
რას ითხოვს ვლადიმერ პუტინი მშვიდობის სანაცვლოდ ჯერ უცნობია - რუსეთი და უკრაინა ხვალ ისევ სტამბოლში შეიკრიბებიან

24 საათი რჩება მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე - რუსეთი და უკრაინა ხვალ ისევ სტამბოლში შეიკრიბებიან.

შუამავლის როლს ანკარა შეასრულებს, თურქეთთან ერთად შეხვედრას დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ხვალ კრემლიდან სტამბულში ჩასულმა მომლაპარაკებლებმა უკრაინას სამშვიდობო მემორანდუმი უნდა წარუდგინონ. რა ეწერება ოფიციალურ დოკუმენტში და რას ითხოვს ვლადიმერ პუტინი მშვიდობის სანაცვლოდ ჯერ უცნობია.

ცნობილია უკრაინის პოზიცია, რომელიც უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.

დღის ამბები