თელავში, მუნიციპალიტეტის მერიისა და ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით ფესტივალი მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ისტორიული ავტომობილებისა და მოტოციკლების ფესტივალი მეოთხედ იმართება, სადაც წარმოდგენილია 100-მდე ავტომობილი და მოტოციკლი. გამოვლინდებიან გამარჯვებულებიც.
ღონისძიება ყოველწლიურად იმართება თელაველი ავტომრბოლელის, ოთარ ოთარაშვილის ხსოვნისადმია მიძღვნილი.