გიორგი ფოცხიშვილის მასტერკლასი ბალეტის მოყვარულებს - ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტი ახალგაზრდებს ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შეხვდა. ფოცხიშვილების მესამე თაობის წარმომადგენელმა სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ივნისში ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება თბილისის ბალეტის ფესტივალზე გიორგი ფოცხიშვილის შესრულებით რამდენიმე ბალეტი ნახოს.