გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის ომი განიხილეს. შეერთებული შტატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს გარიგება შესთავაზა, რომელიც "რუსეთისთვის საუკეთესო შესაძლო შედეგი" იქნება, ამერიკულმა მხარემ მოუწოდა პუტინს მიიღოს ეს წინადადება.
ამასთან ერთად, შეერთებული შტატები ომის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს.
"როიტერი" წერს, რომ ვაშინგტონის უახლესი სამშვიდობო წინადადების დეტალები, არ გასაჯაროებულა. უკრაინა, შტატები და ევროპის ქვეყნები ცეცხლის დაუყოვნებლივ, 30 დღით, უპირობოდ შეწყვეტას ითხოვენ. რუსეთი კი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე გარკვეული პირობები უნდა შესრულდეს.