21 აგვისტო 2026,   21:03
ვრცლად
"ორგანიზაციას კონსერვატიული ღირებულებები გააჩნია, ეს ღირებულებები განსაკუთრებით კარგია.  მათ უნდათ ძლიერი საზღვრები, სამართალი და წესრიგი" - ტრამპი "სიპაკის" კონფერენციაზე

ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა, დამსწრეებს სიტყვით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმართა. 

მისი თქმით, კონფერენციას კონსერვატიული ღირებულებები გააჩნია და მას განსაკუთრებულ პატივს სცემენ. 

"მინდა განსაკუთრებული პატივი მივაგო უნგრეთის ლიდერს, ვიქტორ ორბანს, რომელიც დიდებული ადამიანია და მას ყველა ძალიან დიდ პატივს სცემს. რაც შეეხება "სიპაკს", ამ ორგანიზაციას მთელს მსოფლიოში ძალიან დიდ პატივს სცემენ.

ორგანიზაციას კონსერვატიული ღირებულებები გააჩნია, ეს ღირებულებები განსაკუთრებით კარგია. შემიძლია გითხრათ, რომ მათ უნდათ ძლიერი საზღვრები. მათ უნდათ სამართალი და წესრიგი. მათ უნდათ ყველაფერი, რაც თქვენ გსურთ.

ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სამხედრო ძალებს, რომელიც პატიოსანი უნდა იყოს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ჩვენ ვაფასებთ, რომ თქვენ აქ ხართ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

დღის ამბები