პროფესია ექიმი - საქმე, რომელიც ყოველდღე ურთულეს გზას გადის და ამ გზაზე თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე ფასდაუდებელი გამარჯვებაა. პროფესიულ დღეს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმები სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვების ისტორიებს იხსენებენ.
27 მაისს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს, ექიმებს ის პაციენტები ულოცავენ, რომელთა ცხოვრებაც სწრაფმა სამედიცინო რეაგირებამ შეცვალა.
ადამიანების დახმარების სურვილი - ეს არის მთავარი მოტივაცია მომავალი ექიმებისთვის, რომლებმაც კარგად იციან პროფესიის სირთულე და ისიც, რომ ექიმობა მხოლოდ პროფესია არ არის.
24 საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარების ცენტრის სადისპეტჩერო, რომელიც პაციენტის შესახებ ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს. ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა. შეხვდა ექიმებსაც და პროფესიული დღე მიულოცა.
პროფესიული დღე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პრემიერმა მიულოცა და აღნიშნა რომ ფასდაუდებელია ის ძალისხმევა, რომელსაც მედიკოსები ყოველდღიურად ეწევიან თანამოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად.
ავტორი: სიმონ შანავა