21 აგვისტო 2026,   19:28
ვრცლად
ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალური სესია საფრანგეთში - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი სიტყვით გამოვიდა

საფრანგეთში ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალური სესია გაიმართა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. დავით სონღულაშვილი პარიზში გამართულ შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებებსაც შეეხო, რომლითაც მისი თქმით, ქვეყანა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა.

ქართულმა მხარემ, პარიზში გენერალური სესიის ფარგლებში გამართულ მინისტერიალშიც მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას დავით სონღულაშვილმა ქვეყნებისთვის ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას 20-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა პირისპირ შეხვედრა გამართა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან. ისაუბრეს თანამშრომლობის შედეგებზე და პრიორიტეტულ საკითხებზე.   

სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, თევზჭერის სექტორის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ქვეყანაში ესპანური ინვესტიციების წახალისება - არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა სოფლის მეურნეობის მინისტრმა პირისპირ შეხვედრებზე ესპანელ და პორტუგალიელ კოლეგებთანაც.

საქართველო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 1992 წელს შეუერთდა. ორგანიზაციაში მსოფლიოს 183 ქვეყანაა გაწევრიანებული.   

ავტორი: კესო ქაფიანიძე 

 

 

 

 

დღის ამბები