21 ივნისი 2026,   09:41
ვრცლად
ცნობილი თურქი მსახიობი ცრუ ჩვენების მიცემისთვის დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა შეუფარდეს

თურქი მსახიობი, ჰალიტ ერგენჩი, "დიდებული საუკუნის" ვარსკვლავი, რომელიც სულთან სულეიმანის როლს თამაშობდა, გეზის პარკის საპროტესტო აქციების საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ერგენჩმა დაამახინჯა ინფორმაცია საქმის ბრალდებულებთან მისი კავშირების შესახებ, რომლებიც მართლმსაჯულებას ემალებიან.

მსახიობმა დანაშაული არ აღიარა. მას 1 წლით, 10 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამ შემთხვევამდე ნასამართლობის არარსებობის გამო, სასჯელი შეუჩერდა. ერგენჩს განაჩენი გასაჩივრების შესაძლებლობაც აქვს. მასთან ერთად, კიდევ ერთი მსახიობი, რიზა კოჩაოღლუც გაასამართლეს. 

ცნობისთვის, გეზის პარკის პროტესტი 2013 წელს გაიმართა და ერდოღანის მმართველობის წინააღმდეგ უკმაყოფილების ყველაზე დიდ ტალღად ითვლება. პროტესტის მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც, სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად გამწვანებული ტერიტორია უნდა გაეჩეხათ.

 

დღის ამბები