21 ივნისი 2026,   14:48
ვრცლად
ირლანდიაში ზღვამ მკვდარი ვეშაპი გამორიყა

ირლანდიაში, ლონდონდერის საგრაფოში ზღვამ მკვდარი ვეშაპი გამორიყა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მკვდარი ვეშაპი კვირას საღამოს გამოირიყა. დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ ოფიციალური პირები ნაციონალურ ფონდს დაუკავშირდნენ და მომხდართან დაკავშირებით შეფასებები მალე გაკეთდება.

ნაციონალურმა ფონდმა საზოგადოებას მოუწოდა, მკვდარი ვეშაპთან დისტანცია დაიცვან, მანამ სანამ ისინი სხვა სააგენტოებთან და ექსპერტებთან ერთად "შემდეგი ნაბიჯების დასადგენად მუშაობენ".

დღის ამბები