21 ივნისი 2026,   09:37
ვრცლად
ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას 1 ივნისიდან განიხილავს

დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ამ კვირაში, 1 ივნისიდან განიხილავს. ინფორმაციას ""უოლ სტრიტ ჯურნალი"" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირმა უთხრა, რომ ტრამპი სულ უფრო იმედგაცრუებულია უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ნელი ტემპით და იმით, რომ პუტინი აგრძელებს საომარ მოქმედებებს.

სტატიის მიხედვით, სანქციები დიდწილად საბანკო სფეროს შეეხება.

 

დღის ამბები