21 ივნისი 2026,   09:41
ვრცლად
ფრანგულმა ჟურნალმა "შარლი ებდომ" პარიზის სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რედაქცია რამდენიმე რუსულენოვანი ყალბი გარეკანის გავრცელებას აპროტესტებს

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა ""შარლი ებდომ"" პარიზის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, საქმე გარეკანის გაყალბებას ეხება. ინფორმაცია გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"შარლი ებდოს" სარჩელში წერია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ტელეგრამში და სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა სულ მცირე 15 ყალბი გარეკანი, პუბლიკაციებს რუსულ ენაზე კომენტარები ჰქონდა დართული.

რედაქციის მტკიცებით, ყალბი პოსტების გავრცელება მიზნად ისახავს დაარწმუნოს რუსულენოვანი სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომ ჟურნალი ვლადიმერ პუტინს უჭერს მხარს.

გამოცემა პროპაგანდისა და მანიპულაციის შემკვეთების და სპონსორების პოვნას ცდილობს.

დღის ამბები