2025 წლის 27 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - "დიასპორა სამშობლოსთვის - ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება" იმართება.
ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. ფორუმს ესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. ასევე, გაიმართება საკვირაო სკოლების მასწავლებელთათვის პროფესიული განვითარების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემა.
ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას.