მერაბ კოსტავასა და ჟიული შარტავას შემდეგ, ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის ყოფილი მერის, გურამ გაბესკირიას ბიუსტი გაიხსნა. ეროვნული გმირების ბიუსტები, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს, გვირგვინით შეამკეს ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტიც.
ეროვნული გმირების პარკში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაც გაიმართა.