არის თუ არა საზოგადოება დღს ერთიანი - ამის შესახებ პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ "ღამის კურიერის" ეთერში, სალომე ზურაბიშვილის განცხადების პასუხად ისაუბრა, რომელმაც დღეს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისას თქვა, რომ ოპოზიციის გამარჯვების ერთ-ერთი კომპონენტი ხალხის ერთიანობაა, რაც უკვე მიღწეულია.
ირაკლი კუპრაძე მიიჩნებს, რომ საზოგადოების უმრავლესობა არის ერთიანი საკუთარ მოთხოვნებში.
"ვთვლი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, უმრავლესობა, არის ერთიანი, რომელსაც უნდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ნამდვილი დამოუკიდებლობა და თავისუფლება და ამას უკავშირებს, მათ შორის, დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს, პოლიტპატიმრების თავისუფლებას და ა.შ. ამ მხრივ საზოგადოების უმრავლესობაზე ვფიქრობ, რომ ისინი არიან ერთიანები, თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოება, მოქალაქეები ზოგადად და საქართველოს მოსახლეობა გაყოფილია, დაპირისპირებულია და ეს ივანიშვილმა შეძლო. ასეთი დაპირისპირება ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმვალობაში არ გვინახავს, როცა მოქალაქეები, მოქალაქეები ზოგადად არა, ოჯახის წევრები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ოჯახის წევრებს ერთმანეთთან აქვთ საკმაოდ მძიმე კონფლიქტები.
საზოგადობა ხომ ასივე პროცენტს არ მოიცავს. მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობა არის ერთიანი საკუთარ მოთხოვნებში. უმრავლესობა, მაგრამ ეს უმრავლესობა კრიტიკულ წინააღმდეგობაშია იმ უმცირესობასთან, რომელიც ცდილობს, რომ ამ ქვეყანას მოახვიოს საკუთარი აზრი თავს. ეს არის ის მცირე ნაწილი საზოგადოების, რომელიც დაკავშირებულია ტენდერებთან, ძალაუფლებასთან, "ქართული ოცნების" პარტიულ ლიდერშიფთან", - აცხადებს "ღამის კურიერის" ეთერში ირაკლი კუპრაძე.